უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული. როგირც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამერიკული მხარის მადლობელია უსაფრთხოების გარანტიების განხილვაში გახსნილობისთვის.
მისი თქმით, იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ასევე კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის სიგნალი, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები გვინდა. და ეს უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული. კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი”, - განაცხადა ზელენსკიმ.