"ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა": აშშ-მა მიანიშნა, რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკრაინა - CNN

28.12.25 20:54
"ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა": აშშ-მა მიანიშნა, რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკრაინა - CNN

CNN-ის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები საბოლოოდ შეათანხმებენ დოკუმენტს უკრაინისთვის ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

CNN-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია „ძალიან ძლიერ და საიმედო“ უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რომლებმაც უნდა შეამციროს ახალი აგრესიის რისკი, შექმნას კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი და გახდეს საფუძველი მომავალ სამშვიდობო შეთანხმებასთვის.

აშშ-ში ამბობენ, რომ ტრამპი მზად არის შეთანხმება კონგრესში გაიტანოს, აღნიშნულ პაკეტს კი „პლატინის სტანდარტს“ უწოდებენ. მათივე თქმით, შეთანხმების ამ დოკუმენტზე მოსკოვის დაყოლიებაც შესაძლებელია.

საერთო ოპტიმიზმის მიუხედავად, ევროპელი ოფიციალური პირები უფრო ფრთხილ შეფასებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ „ტრამპთან დაბალი რისკის სცენარი არ არსებობს“.

 

მსგავსი სიახლეები