ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, ტელეფონით ესაუბრა რუს დიქტატორ პუტინს. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
„ახლახან მქონდა კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, ჩემს დღევანდელ შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. შეხვედრა გაიმართება სასტუმრო Mar-a-Lago-ს მთავარ დარბაზში. ვიწვევთ მედიას,“ - დაწერა ტრამპმა.