მექსიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

29.12.25 10:03
მექსიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ მექსიკაში მომხდარ სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე ათეული დაშავდა - აცხადებენ ოფიციალური პირები. ავარიამ შეაჩერა მოძრაობა იმ სარკინიგზო ხაზზე, რომელიც წყნარ ოკეანეს მექსიკის ყურესთან აკავშირებს.

ინტროკეანურმა მატარებელმა, რომელიც ოახაკასა და ვერაკრუსის შტატებს აერთიანებს, ლიანდაგიდან გადაუხვია ქალაქ ნიზანდასთან მდებარე მოსახვევის გავლით.

„მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გვაცნობეს, რომ, სამწუხაროდ, ინტეროკეანური მატარებლის ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა,“ - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა და დაამატა, რომ დაშავებულია 98 ადამიანი, მათგან ხუთი - მძიმედ.

მისი თქმით, მან უბრძანა საზღვაო ძალების მინისტრს და შსს-ის ადამიანის უფლებების საკითხებში მოადგილეს, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრონ და ოჯახის წევრებს პირადად გაუწიონ დახმარება.

კვირას, სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ შეტყობინებაში, ოახაკას შტატის გუბერნატორმა სალომონ ხარამ განაცხადა, რომ ავარიის ადგილას უკვე ჩავიდა რამდენიმე სახელმწიფო უწყება, რათა დაშავებულებს დახმარება გაუწიოს.

მსგავსი სიახლეები