რაზე (ვერ) შეთანხმდნენ ზელენსკი და ტრამპი

29.12.25 20:51
რაზე (ვერ) შეთანხმდნენ ზელენსკი და ტრამპი

დონალდ ტრამპის ერთი წელი სამშვიდობო შეთანხმების გარეშე დასრულდა. პრეზიდენტ ზელენსკისთან ორ საათიანი დაძაბული საუბრის შემდეგ, ტრამპმა აღიარა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე დიდი დრო რჩება და არც თავად იცის როდის დასრულდება ომი უკრაინაში. ეს იყო ტრამპი-ზელენსკის წლის ბოლო შეხვედრა. მხარეებმა მიუხედავად ყველაფრისა იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმებას რამდენიმე კვირაში გააფორმებენ.

ომი გრძელდება, რადგან, გაირკვა, რომ 20-პუნქტიანი სამშვიდო შეთანხმებიდან მხოლოდ 90 პროცენტია შეთანხმებული. შეთანხმება ვერ შედგა ტერიტორიების დათმობისა და ატომური ელექტროსადგურის საკითხზე. უკრაინა დონბასის დათმობას არ აპირებს, პუტინი ითხოვს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსაც, მაგრამ კიევი უარზეა.

ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, უკრაინის პოზიცია ურყევია. ფლორიდაში გამართული შეხვედრის შედმეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალტერნატივის სახით რეფერენდუმის ჩატარება დაასახელა. მხოლოდ უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დათმობს თუ არა საკუთარ მიწას - ამბობს ზელენსკი. არსებობს მეორე ვარიანტიც, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის რატიფიცირება უკრაინის რადაში უნდა მოხდეს.

ტრამპის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა არაერთი საკამათო განცხადება გააკეთა. თითქმის 4-წლიანი ომის შემდეგ, შტატების პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პუტინს უკრაინის წარმატება უნდა. ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე პუტინი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

პუტინის სიტყვების ტრამპის გარდა არავის სჯერა. ტრანპი-ზელენსკის 2-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, კრემლმა მუქარა აღადგინა. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუ ოფიციალური კიევი პირობებს არ დათანხმდება, რუსეთი უკრაინის მიწების ოკუპაციას გააგრძელებს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები