რუსული მედია: უკრაინამ პუტინის რეზიდენციას დრონებით შეუტია

29.12.25 20:53
რუსული მედია: უკრაინამ პუტინის რეზიდენციას დრონებით შეუტია

რუსული მედია ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის დეტალებს ავრცელებს. 

მათი მტკიცებით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დრონებით მიიტანეს იერიში. 

პუტინმა ძალიან მკაფიოდ  უთხრა ტრამპს, რომ რუსეთის პოზიცია კიევის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შეიცვლება" - თქვა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უშაკოვმა. 

მისივე თქმით, უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე იერიშისთვის შორი მოქმედების დრონები გამოიყენა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ტრამპმა, რომელმაც შეიტყო პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ, თქვა რომ ეს ფაქტი გავლენას მოახდენს მის მიდგომებზე.