ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში თურქეთში 110 ეჭვმიტანილი დააკავეს

30.12.25 13:01
 ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში თურქეთში 110 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 110 ეჭვმიტანილი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი სტამბოლის მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, ოპერაცია უკავშირდება უსაფრთხოების ძალებზე მომხდარ ინციდენტს - ერთი დღით ადრე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას სამი პოლიციელი და ექვსი მებრძოლი დაიღუპა.

ქალაქ იალოვაში ძალოვანებმა ტერიტორია ალყაში რამდენიმე საათის განმავლობაში მოაქციეს. ერთ-ერთი ოპერაციისას დაზიანებები მიიღეს რვა პოლიციელმა და უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავები ერთდროულად 114 მისამართზე შეიჭრნენ, არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ კიდევ ორ პროვინციაში. ძებნილი 115 ეჭვმიტანილიდან დაკავებულია 110 პირი.

მხოლოდ ერთი კვირის წინ, იგივე პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ასზე მეტი წევრი დააკავეს. მათ, შობისა და ახალი წლის დღეებში, თურქეთში, განსაკუთრებით არამუსლიმებზე თავდასხმების დაგეგმვა ედებოდათ ბრალად.

მსგავსი სიახლეები