"დავგეგმეთ შემდგომი შეხვედრები" - უმეროვი ევროპისა და აშშ-ის დელეგაციებთან შეხვედრაზე

01.01.26 10:33
"დავგეგმეთ შემდგომი შეხვედრები" - უმეროვი ევროპისა და აშშ-ის დელეგაციებთან შეხვედრაზე

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში უკრააინის, აშშ-ისა და ევროპის დელეგაციების დისტანციური შეხვედრის შესახებ წერს.

მისი ცნობით, აშშ-ის მხრიდან სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ხოლო ევროპული მხრიდან გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, მათ საუბრისას პოზიციები შეათანხმეს და იანვარში შემდგომი შეხვედრები დაგეგმეს. 

უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან სატელეფონო საუბრის შედეგები.

აშშ-ის მხრიდან სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ევროპული მხრიდან სატელეფონო საუბარში  მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.

ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები და იანვარში დავგეგმეთ შემდგომი შეხვედრები ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

ცალკე, ჩვენ ვამზადებთ შეხვედრას ევროპელ პარტნიორებთან 3 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების ფორმატში. მოსალოდნელია 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლების, ასევე NATO-ს, ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობა. ასევე მოსალოდნელია აშშ-ის პარტნიორების ონლაინ რეჟიმში ჩართვა.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალ წელს ხელშესახებ შედეგებს მოიტანს," - წერს უმეროვი. 

მსგავსი სიახლეები