WSJ: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნით, უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია

01.01.26 10:58
WSJ: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნით, უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ უცდია

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ უკრაინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ რეზიდენციას დრონებით თავს არ დასხმია. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს. 

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა დაზვერვის მონაცემების შესახებ ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა არ მომხდარა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, "უკრაინამ სამხედრო სამიზნეზე თავდასხმა სცადა, რომელიც იმავე რეგიონში მდებარეობს, რომელშიც პუტინის რეზიდენცია, მაგრამ ეს ახლოს არ ყოფილა".

  • ცნობისთის, რუსეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის რეგიონში პუტინის რეზიდენციას 91 შორი მოქმედების დრონით შეუტია, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურმა კიევმა უარყო. 

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გააზიარა "ნიუ-იორკ პოსტის" სარედაქციო სტატია, რომელშიც საუბარია, რომ პუტინის განცხადება მის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ არის იმის მტკიცებულება, რომ თავად რუსეთი უშლის ხელს მშვიდობას.

The Wall Street Journal-ისცნობით,  ტრამპმა სტატია მას შემდეგ გააზიარა, რაც CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ანგარიში მოისმინა.

მსგავსი სიახლეები