შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

01.01.26 12:11
შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტის, კრანს მონტანას, ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. 

სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიის უოლისის კანტონის პოლიციის წარმომადგენელმა გაეტან ლათიონმა გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ "აფეთქება უცნობი წარმოშობის იყო".

რამდენიმე დაშავებული და რამდენიმე გარდაცვლილია," - თქვა მან.

მისივე თქმით, აფეთქება დაახლოებით ღამის 1:30 საათზე (00:30 GMT) მოხდა ბარ Le Constellation-ში.