"რუსეთს ახალ წელს განზრახ შემოაქვს ომი" - ზელენსკი

01.01.26 14:49
"რუსეთს ახალ წელს განზრახ შემოაქვს ომი" - ზელენსკი

"რუსეთს ახალ წელს განზრახ შემოაქვს ომი" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტო, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს

მისი ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ ორასზე მეტი თავდაცვის დრონი გაუშვა. თავდასხმა ვოლინის, როვნოს, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმის, ხარკოვის და ჩერნიგოვის რეგიონებზე მოხდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ "მკვლელობები უნდა შეწყდეს და ადამიანის სიცოცხლის დაცვაში პაუზები არ შეიძლება იყოს". 

რუსეთს ახალ წელს განზრახ შემოაქვს ომი - ღამით უკრაინის წინააღმდეგ ორასზე მეტი თავდასხმის დრონი გაუშვა. მათი უმეტესობა წარმატებით ჩამოაგდეს და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, ვინც ეს თავდასხმა მოიგერია. დარტყმები ვოლინის, როვნოს, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმის, ხარკოვის და ჩერნიგოვის რეგიონებს მოხვდა. სამიზნეები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. საჭიროების შემთხვევაში, მაშველები დახმარებას უწევენ, ხოლო ენერგეტიკოსები დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიას აღადგენენ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა შედეგებზე რეაგირებაში.

მკვლელობები უნდა შეწყდეს - ადამიანის სიცოცხლის დაცვაში პაუზები არ შეიძლება იყოს. თუ დარტყმები ახალი წლის დღესასწაულებზეც კი არ შეწყდება, მაშინ საჰაერო თავდაცვის მიწოდება არ შეიძლება შეფერხდეს. ჩვენს მოკავშირეებს აქვთ საჭირო მწირი აღჭურვილობა. ჩვენ ველით, რომ ყველაფერი, რაც დეკემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებთან ჩვენი დაცვისთვის შეთანხმებული იქნა, დროულად მოწოდებული იქნება. მადლობელი ვარ ყველასი უკრაინის გვერდით დგომისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის მუშაობის მზაობისთვის," - წერს ზელენსკი.