უკრაინის დაზვერვამ რუსულ სპეცსამსახურებს სპეცოპერაცია ჩაუტარა - კაპუსტინი ცოცხალია, ნახევარი მილიონი კი დაზვერვას დარჩა

01.01.26 17:51
უკრაინის დაზვერვამ რუსულ სპეცსამსახურებს სპეცოპერაცია ჩაუტარა - კაპუსტინი ცოცხალია, ნახევარი მილიონი კი დაზვერვას დარჩა

უკრაინული მედია უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს რომ, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მეთაური, დენის კაპუსტინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალია.

კაპუსტინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურები მოატყუა და მისი ლიკვიდაციისთვის მათგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.

  • დენის კაპუსტინის, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ქვედანაყოფის მეთაურის მკვლელობა, რომელიც პუტინის წინააღმდეგ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) „ტიმურის სპეცდანიშნულების რაზმის“ შემადგენლობაში იბრძვის, რუსეთის სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს და დანაშაულის აღსასრულებლად ნახევარი მილიონი დოლარი გამოყვეს.

უკრაინის დაზვერვიი ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზვერვამ ერთთვიანი სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც კაპუსტინის სიცოცხლე გადაარჩინა და დანაშაულის შემკვეთები და შემსრულებლები დაადგინა.

ფული, ნახევარი მილიონი საბოლოოდ უკრიანულ დაზვერვას დარჩა, კაპუსტინი კი იგივე „თეთრი რექსი" ცოცხალია.

დღეს სოციალურ ქსელში კაპუსტინის მონაწილეობით ვიდეო გამოჩნდა . ჩანაწერში ასევე ჩანს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) „ტიმურის სპეცრაზმის“ მეთაური, რომელიც სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას აწვდის, და კირილ ბუდანოვი.

გენერალმა ბუდანოვმა მიულოცა დენის კაპუსტინს და დაზვერვის იმ გუნდს, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურები მოატყუა და მისი ლიკვიდაციისთვის მათგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები