რუსებმა ხარკოვთან ახლოს მდებარე ეკოპარკს დაარტყეს - მოხალისე და ლომები დაშავდნენ, დაიღუპა ბევრი ფრინველი

01.01.26 18:20
რუსებმა ხარკოვთან ახლოს მდებარე ეკოპარკს დაარტყეს - მოხალისე და ლომები დაშავდნენ, დაიღუპა ბევრი ფრინველი

რუსებმა ხარკოვთან ახლოს ფელდმანის ეკოპარკზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მოხალისეები და ლომები დაშავდნენ.

ეკოპარკის დამფუძნებელმა, ალექსანდრ ფელდმანმა, „სოციალ. ხარკოვთან“ ინტერვიუში განაცხადა , რომ ბევრი ფრინველი, მათ შორის თუთიყუშები და ხოხბები, დაიღუპნენ.

მისი თქმით, მოხალისე ქალს თავი აქვს გაჭრილი, ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საჰაერო დარტყმამ მთლიანად გაანადგურა მტაცებლების ზამთრის თავშესაფრები

„ვერ ვხვდებით, რა ხდება ვეფხვებთან. ერთი სამსართულიან შენობაში შევარდა, მეორე კი ნახევრად ღია ვოლიერში ზის. ის ქოხში დაიმალა. [...] ყველა დამამშვიდებელი საშუალება იმ ოთახში იყო, სადაც KAB-მა გაისროლა. ველოდებით [დამამშვიდებელ] იარაღს, რათა ვეფხვი სხვა ვოლიერში გადავიტანოთ.“- ამბობს ფელდმანი. 

შეგახსენებთ, რომ ფელდმანის ეკოპარკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსული დაბომბვის მსხვერპლია. 2022 წლის მაისში რუსმა ჯარისკაცებმა ეკოპარკიდან ცხოველების ევაკუაციის დროს 15 წლის მოხალისე მოკლეს . 

მსგავსი სიახლეები