დაკავებულია გემი, რომელმაც სავარაუდოდ, ფინეთის ყურეში საკომუნიკაციო კაბელი დააზიანა - ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა
ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელმაც, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში ჰელსინკსა და ტალინს შორის მდებარე მონაცემთა კაბელი დააზიანა. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრიც, მათ შორის, სულ მცირე, ერთი საქართველოს მოქალაქეც.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რამდენი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა გემზე.
გემი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან ისრაელში, ჰაიფასკენ მიემართებოდა.
ფინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.