უკრაინა ახალ წელს რუსული ბომბების ქვეშ შეხვდა

01.01.26 20:35
უკრაინა ახალ წელს რუსული ბომბების ქვეშ შეხვდა

მეოთხე ახალი წელი რუსული დაბომბვების ქვეშ. 31 დეკემბრის ღამესაც უკრაინა მოსკოვის თავდასხმებს იგერიებდა. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ იყო კიევი, ოდესა, ხერსონი და ხარკოვი. მხოლოდ ზაპოროჟიეს თავს 612-ჯერ დაესხნენ. რუსეთმა დაბომბა უკრაინული პორტების ინფრასტრუქტურაც.

მშვიდობა პუტინის გეგმებში არ შედის. საახალწლო მილოცვაში რუსმა დიქტატორმა საკუთარ მოსახლეობას არა მშვიდობა, არამედ გამარჯვება უსურვა. ახალი წელი კი პუტინისთვის არასასიამოვნო ფაქტით დაწყო. უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთს კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია ჩაუტარა, მოატყუა, რომ თითქოს რუს მოხალისეთა კორპუსის ლიდერი, დენის კაპუსტინი მოკლეს და მისი ლიკვიდაციისთვოს დაწესებულ ჯილდო  ნახევარი მილიონი დოლარი გადაარიცხინა.

ფული საბოლოოდ უკრიანულ დაზვერვას დარჩა -  კაპუსტინი იგივე თეთრი რექსი კი ცოცხალია. უკრაინულმა კონტრდაზვერვამ არა მხოლოდ შეთქმულება ჩაშალა, არამედ დაადგინა დამკვეთები და ოპერაციაში ჩართული პირები.

ახლა, როცა წესით სამშვიდობო მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზე უნდა იყოს, კიდევ უფრო ბუნდოვანია, შედგება თუ არა შეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტმა ახალ წელს მსოფლიოს შეახსენა, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ რუსეთის შეჩერება.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები