ახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ცეცხლის ალში გახვეული ვონდელკერკის ეკლესია დაიწვა

01.01.26 19:47
ახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ცეცხლის ალში გახვეული ვონდელკერკის ეკლესია დაიწვა

ახალი წლის ღამეს ამსტერდამში ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია დაიწვა - ხანძარმა ეკლესია თითქმის მთლიანად გაანადგურა.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესიის სიახლოვეს მდებარე ათობით საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ სახლებში დღის განმავლობაში დაბრუნდება.

ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ეკლესია XIX საუკუნის ბოლოსაა დაპროექტებული და 1977 წლამდე კათოლიკურ ტაძრად ფუნქციონირებდა. ამჟამად მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს და გამოიყენებოდა სპეციალური ღონისძიებებისა და Liberty Church-ის თემის საკვირაო მსახურებების ჩასატარებლად.

მსგავსი სიახლეები