ირანში პროტესტები ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა - არის მსხვერპლი
ირანში კვლავ გრძელდება მასობრივი პროტესტები, რომლებიც ადგილობრივი ვალუტის დაცემის გამო დაიწყო. დაღუპულები არიან როგორც აქციის მონაწილეებს შორის, ასევე უსაფრთხოების ძალებშიც.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი იუწყება, რომ უსაფრთხოების ერთ-ერთი თანამშრომელი ოთხშაბათს ქალაქ კუხდაშტში, ლორესტანის დასავლო პროვინციაში მოკლეს. კიდევ 13 ძალოვანი დაშავდა - სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.
ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმ დღეს უსაფრთხოების ძალებმა ქალაქში მომიტინგეების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ასევე ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ პროტესტის მონაწილეებს შორისაც. ხალხის გამსვლები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობს - შეტაკებების შესახებ იუწყებიან ფარისის სამხრეთ პროვინციასა და ჰამედანის დასავლეთ პროვინციაში.
ფარისის სამხრეთ პროვინციაში დემონსტრანტებმა სცადეს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა, ქალაქ ფასაში კი სამი პოლიციელი დაშავდა. ზოგ ქალაქში პროტესტი ძალოვანებთან ქუჩის შეტაკებებში გადაიზარდა - მათ ესვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები კი საპასუხოდ ცეცხლს უხსნიან მომიტინგეებს.
აქციები თეირანში დაიწყო - ადგილობრივი მაღაზიების მფლობელები ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით აღშფოთდნენ და გამოსვლებზე გამოვიდნენ. სამშაბათისთვის მათ სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც უკვე სკანდირებდნენ პოლიტიკური ლოზუნგებს მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ.
თეირანის იმ რაიონებში, სადაც დემონსტრაციები დაიწყო, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები მოქმედებს. პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „პროტესტის მონაწილეთა კანონიერ მოთხოვნებს“ დაეყრდნობა და მათ მოუსმენს.