რუსეთის სამარის ოლქს დრონებმა შეუტიეს - სამიზნედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სახელდება

02.01.26 11:01
რუსეთის სამარის ოლქს დრონებმა შეუტიეს - სამიზნედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სახელდება

რუსეთის სამარის ოლქი დრონების მასობრივი იერიშის სამიზნე გახდა. აფეთქებების სერია და ხანძარი დაფიქსირდა ნოვოკუიბიშევსკში - სავარაუდო სამიზნედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სახელდება. ადგილობრივების თქმით, ათზე მეტი ძლიერი აფეთქება გაიგეს.

ოკუპაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ ნავთობქარხანა დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღამით სულ 66 დრონი გაანეიტრალეს, მათ შორის 20 - სამარის ოლქში და დანარჩენები სხვა რეგიონებში.

მსგავსი სიახლეები