ხერსონში ოკუპანტებმა იერიში სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე მიიტანეს
1 იანვრის საღამოს, ხერსონში, რუსულმა დრონმა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე, რომელიც დნეპროვსკის რაიონში დაჭრილების დასახმარებლად იყო გამოძახებული. ინფორმაციას ხერსონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზიანდა სასწრაფო დახმარების ავტომობილი და დაშავდა 70 წლის მძღოლი - მას თავის ტვინის დახურული ტრავმა, ასევე კონტუზია აღენიშნება.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.