არიზონას შტატში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია 4 ადამიანი

03.01.26 10:57
არიზონას შტატში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია 4 ადამიანი

აშშ-ის არიზონას შტატში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია 4 ადამიანი.

ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, კერძო ვერტმფრენი ქალაქ ფინიქსის მახლობლად მთებში ჩამოვარდა.

თვითმხილველების განცხადებით, ვერტმფრენი კლდეზე სლექლაინისთვის გაბმულ თოკს შეეჯახა, რის შემდეგაც კონტროლი დაკარგა.

გამოცემის ინფორმაციით, მაშველები შემთხვევის ადგილამდე მიღწევას ცდილობენ.