Reuters: ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

03.01.26 11:46
Reuters: ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის

ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თვითმხილველებმა კარაკასის თავზე რამდენიმე ვერტმფრენი დააფიქსირეს.

აფეთქებების შემდეგ ქალაქის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად ელექტროენერგია გაითიშა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, კარაკასის თავზე აშშ-ის არმიის ვერტმფრენები დაფრინავენ.

მსგავსი სიახლეები