კოლუმბიის პრეზიდენტი: მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ

03.01.26 11:57
კოლუმბიის პრეზიდენტი: მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ

ვენესეულას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს.

„ამ წუთებში კარაკასს ბომბავენ. მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ. დაბომბვა რაკეტებით ხორციელდება“, - წერს პეტრო.

მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.