ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

03.01.26 12:14
ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ განცხადებას ვენესუელის მთავრობა ავრცელებს.

ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის „სამხედრო აგრესიას გმობს“.

მათი განცხადებით, „აშშ-ის აგრესიის მიზანი ვენესუელის ნავთობსა და მინერალებზე კონტროლის მოპოვებაა“.

„მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. ასევე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები