ტრამპი: ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

03.01.26 13:39
ტრამპი: ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წარმატებულად აფასებს, აშშ-ის დარტყმას ვენესულეაზე და აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

მისივე თქმით, მასთან ერთად იმყოფება მისი მეუღლეც.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ამასთან, ტრამპის ცნობით, ადგილობრივი დროით 11 საათზე, (თბილისის დროით 20:00) მარ-ა-ლაგოში პრესკონფერენცია გაიმართება.

მსგავსი სიახლეები