მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება - კრისტოფერ ლანდაუ

03.01.26 14:25
მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება - კრისტოფერ ლანდაუ

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობას ეხმაურება და წერს, რომ “მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“.

მისი თქმით, “ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია“.

„ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბოლოოდ, თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, - წერს ლანდაუ X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.