რუსეთის საგარეო: ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის საბაბი უსაფუძვლოა

03.01.26 16:10
რუსეთის საგარეო: ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის საბაბი უსაფუძვლოა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ვენესუელას წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას გმობს და აცხაბდეს, რომ “აგრესიის საბაბი უსაფუძვლოა“.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„მსგავსი ქმედების გამართლებისთვის გამოყენებული საბაბი უსაფუძვლოა. იდეოლოგიურმა მტრობამ საქმიან პრაგმატიზმსა და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარების სურვილს სძლია“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვენესუელას გარე ჩარევის გარეშე საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება უნდა ჰქონდეს“.

„ლათინური ამერიკა მშვიდობის ზონად უნდა დარჩეს. ვენესუელას გარანტირებული უფლება უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს, ყოველგვარი დესტრუქციული, მით უმეტეს სამხედრო ჩარევის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები