ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ბრალი წაუყენეს

03.01.26 17:00
ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ბრალი წაუყენეს

ნიკოლას მადუროს ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს, - ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ.

„ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში. ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ“, - წერს ბონდი X-ზე.

ამასთან, ბონდიმ წარმატებული ოპერაციისთვის აშშ-ის პრეზიდენტს  და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.