აშშ აპირებს ვენესუელის მართვას მანამ, სანამ ხელისუფლება კანონიერად სწორ ცვლილებას არ უზრუნველყოფს- ტრამპი

03.01.26 22:11
აშშ აპირებს ვენესუელის მართვას მანამ, სანამ ხელისუფლება კანონიერად სწორ ცვლილებას არ უზრუნველყოფს- ტრამპი

ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან წუხანდელი სამხედრო ოპერაცია შეაჯამა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა:

,,ქვეყანას [ვენესუელას] ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. არ გვინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ვიღაც სხვა მოვა [ვენესუელას] ხელისუფლებაში და იგივე ვითარება გვქონდეს, რაც აქამდე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა…

მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს ვენესუელას შესანიშნავი ხალხისთვის,” - განაცხადა ტრამპა.

ტრამპმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადურო და მისი ცოლი შეიპყრეს და ქვეყნიდან გააძევეს. მათ აშშ-ში ბრალი უკვე წარუდგინეს. ვენესუელელ დიქტატორს ბრალად ნარკოტერორიზმი და აშშ-ის წინააღმდეგ დესტრუქციული მოწყობილობების ფლობა ედება. "მალე მათ ამერიკული მართლმსაჯულების სრული რისხვა დაატყდებათ თავს” - დაწერა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდმა.

 

მსგავსი სიახლეები