მედია დაკავებული მადუროს ახალ კადრებს ავრცელებს
პირი, რომელიც, როგორც ჩანს, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა, შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის აეროპორტში, უსაფრთხოების სამსახურის დიდი რაოდენობის თანამშრომლების გარემოცვაში გამოჩნდა, - იუწყება Sky News.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელმა კორესპონდენტმა ჯეიმს მეთიუსმა აღნიშნა: ის ადამიანი, რომელიც ტრაპიდან ჩამოიყვანეს, „როგორც ჩანს, იყო ფეხშიშველი და თავდაფარული“.
მეთიუსის თქმით, ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი საკმაოდ მაღალია. ასევე აღნიშნულია, რომ მადუროს სიმაღლე დაახლოებით 1,9 მეტრია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მადუროდ ამოიცნეს, ასევე იყო ხელბორკილდადებული, როცა ის საფრენ ბილიკზე მიჰყავდათ, ფეხები კი ჯაჭვით ჰქონდა შეკრული.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ შემდეგ ის სპეცტრანსპორტით ბრუკლინში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.