მადუროს დაკავების სპეცოპერაციას ტრამპი თვალს სიტუაციური ოთახიდან ადევნებდა

04.01.26 13:16
მადუროს დაკავების სპეცოპერაციას ტრამპი თვალს სიტუაციური ოთახიდან ადევნებდა

ნიკოლას მადუროს აყვანის სპეცოპარეციას დონალდ ტრამპი პირადად ადევნებდა თვალს. ვრცელდება სიტუაციურ ოთახში გადაღებული კადრები, საიდანაც აშშ-ს პრეზიდენტი ვენესუელის ლიდერის დაკავების ოპერაციას მართავდა. კადრებში ჩანს მარკო რუბიოც. 

ტრამპი სპეცოპერაციით აღფრთოვანებული დარჩა. მისი თქმით, "საოცარ სანახაობას" ადევნებდა თვალს და დასანანია, რომ ეს ამას დაინტერესებული საზოგადოება ვერ ნახავს. 

თქვენ რომ გენახათ ის, რაც მე გუშინ ღამით ვნახე, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იქნებოდით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას  ოდესმე ნახავთ, მაგრამ ეს საოცარი სანახაობა იყო. მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევდა იმას, რასაც ამერიკამ გუშინ მიაღწია. ვენესუელის ყველა სამხედრო შესაძლებლობა უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს იყო ისეთი იერიში, რომელიც ხალხს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. ეს იყო ძალა, რომელიც მიმართული იყო კარაკასის გულში მდებრე ძლიერი, გამაგრებული სამხედრო ციხე-სიმაგრისკენ, რათა კანონგარეშე დიქტატორი ნიკოლას მადურო მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო, - თქვა დღეს ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვენესუელას ამერიკა მართავს იქამდე, ვიდრე ხელისუფლების უსაფრთხოდ და სამართლიანად გადაბარება არ მოხდება. 

ვენესუელის მართვას ვაპირებთ სანამ მოვა, როდესაცძალაუფლების უსაფრთხო, სამართლებრივი და წესიერი გადაცემა იქნება შესაძლებელი. არ გვსურს, ვიღაც სხვა შემოვიდეს და იგივე სიტუაცია გვქონდეს, რაც ბოლო მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა. ჩვენი მიზანია მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს დიადი ვენესუელი ერისთვის, - თქვა მან. 

დონალდ ტრამპმა ასევე გააფრთხილა ვენესუელი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები, რომ თუკი სამართლიანად არ მოიქცევიან, მადუროს ბედს გაიზიარებენ.  

ვენესუელის ყველა პოლიტიკურმა და სამხედრო ფიგურამ ეს კარგად უნდა გაიგოს: რაც მადუროს დაემართა, მათაც შეიძლება, დაემართოთ და დაემართებათ კიდეც, თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან თუნდაც საკუთარი ხალხის მიმართ, - განაცხადა ტრამპმა. 

მსგავსი სიახლეები