ვენესუელის ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
The New York Times-ის ცნობით, ვენესუელის მაღალჩინოსნის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო პირები.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანეიტრალებლად 150-ზე მეტი თვითმფრინავი გამოიყენა, რის შემდეგაც სპეციალურმა დანაყოფებმა ღამით შეუტიეს მადუროს რეზიდენციას. ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და რამდენიმე საათში ნიუ-იორკში გადაყვანეს, სადაც მას ნარკობიზნესის ბრალდებებზე პასუხისგება ელოდება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ „მართვას დროებით გააგრძელებს“, სანამ არ მოხდება „უსაფრთხო და გონივრული“ ძალაუფლების გადაბარება, რაც სამხედრო ჩარევის გახანგრძლივების შესაძლებლობას ტოვებს.
დელსი როდრიგესმა, რომელმაც დროებითი პრეზიდენტის ფიცი დადო, ვაშინგტონი „ყალბი საბაბით შეჭრაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მადურო კვლავ არის ქვეყნის მეთაური.
ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ კი მოითხოვა ედმუნდო გონსალესის პრეზიდენტად აღიარება.
NYT-ის მიხედვით, ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა.
რაც შეეხაბა აშშ-ს პოზიციას, ტრამპმა განაცხადა, რომ სპეოეპარცია დანაკარგის გარეშე ჩაიარა.