მოსკოვი მერი აცხადებს, რომ დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული 23 დრონი ჩამოაგდეს

04.01.26 18:50
მოსკოვი მერი აცხადებს, რომ დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული 23 დრონი ჩამოაგდეს

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დედაქალაქის მიმართულებით მფრინავი 23 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. მოსკოვის აეროპორტებში  „ვნუკოვოში“, „დომოდედოვოში“ და „ჟუკოვსკში“ მოქმედებს დროებითი შეზღუდვები.

ამავე დროს, კურსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ხინშტეინის განცხადებით, რეგიონში 11 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა ენერგოობიექტს შეუტიეს ხომუტოვკის დასახლების სიახლოვეს, რის გამოც 115 დასახლებულ პუნქტში სინათლე აღარ არის.