რუბიო: ეს არ არის ომი ვენესუელელი ხალხის წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას „პრობლემების გადაჭრის“ შანსს მისცემს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ NBC-ს განუცხადა.
მისი თქმით, „მადუროს ჰქონდა შესაძლებლობები, თავიდან აეცილებინა ეს ყველაფერი“.
ამერილელი მაღალინოსნის განცხადებით, მადუროს „ვენესუელას დატოვება კვირა-ნახევრის წინ შეეძლო“, თუმცა მადუროსთან აშშ-მა „ვერ შეძლო შეთანხმების დადება“, მიუხედავად იმისა, რომ მას „ძალიან გულუხვი შეთავაზებები“ მისცა.
კითხვაზე, ვინ მართავს ვენესუელას, რუბიომ ასეთი პასუხი გასცა: „ვენესუელაში ცვლილებების დანახვას ელის, რომელთაგან „ყველაზე სასწრაფო ცვლილებები აშშ-ს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“.
კიდევ ერთ კითხვაზე, აშშ ომში იმყოფება თუ არა ვენესუელასთან, რაზეც რუბიომ უპასუხა: „ეს ომი არ არის“.
ეს არ არის ომი. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციების წინააღმდეგ ომში ვართ. ეს არ არის ომი ვენესუელის წინააღმდეგ. ჩვენ ვასრულებთ ამერიკულ კანონებს ნავთობის სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ სანქციები დავაწესეთ სუბიექტების მიმართ. ჩვენ მივდივართ სასამართლოში, ვიღებთ ორდერს და ვაკავებთ ნავთობით სავსე ნავებს და ეს გაგრძელდება. ასევე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, დარტყმები განვახორციელოთ ნარკოტიკებით დატვირთული ნავების წინააღმდეგ, რომლებსაც ნარკოტიკები აშშ-ში შემოაქვთ"- თქვა მან.