პაპი ლეო XIV ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

05.01.26 10:21
პაპი ლეო XIV ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

"ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობამ უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ სხვა მოსაზრებაზე და გამოიწვიოს ძალადობის დაძლევა, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე დადგომა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს" -  ამის შესახებ პაპმა ლეო XIV-მა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ანგელოზის ლოცვის შემდეგ,  ისაუბრა.

კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, თითოეული ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების პატივისცემა, ერთად მუშაობა თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ჰარმონიის მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად, განსაკუთრებული ყურადღებით უღარიბეს ადამიანთა მიმართ, რომლებიც რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იტანჯებიან". - თქვა პაპმა.

კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს. 

მსგავსი სიახლეები