ვენესუელის თავდაცვის მინისტრი: არმია მხარს უჭერს დელსი როდრიგესის დროებით პრეზიდენტობას

05.01.26 10:29
ვენესუელის თავდაცვის მინისტრი: არმია მხარს უჭერს დელსი როდრიგესის დროებით პრეზიდენტობას

არმია მხარს უჭერს ვიცეპრეზიდენტი დელსი როდრიგესის მიერ პრეზიდენტის მოვალეობების დროებით შესრულებას - ამის შესახებ ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ განაცხადა. 

მისივე თქმით, ვენესუელის შეიარაღებული ძალები "მტკიცედ გმობენ მადუროს და მისი ცოლის ლაჩრულ "გატაცებას". 

"ის რაც დღეს ვენესუელაში ხდება, ნებისმიერ სახელმწიფოს ან მთავრობას შეიძლება დაემართოს". - თქვა გენერალმა პადრინომ სატელევიზიო მიმართვისას.

კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს. 

მსგავსი სიახლეები