The Times: რეჟიმის ჩამოშლის შემთხვევაში ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს

05.01.26 10:39
The Times: რეჟიმის ჩამოშლის შემთხვევაში ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს

The Times-ისთვის გაზიარებული სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, თუ მისი რეჟიმი ჩამოინგრევა, მოსკოვში გაქცევას გეგმავს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 86 წლის ხამენეი თეირანს დატოვებს თავის თანაშემწეებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ძალები ვერ შეაჩერებენ პროტესტების ზრდას.

„’გეგმა ბ’ ეხება ხამენეის და მის უახლოეს გარემოცვასა და ოჯახს, მათ შორის მის შვილსა და ნომინირებულ მემკვიდრეს - მოჯტაბას,“ - ამბობს სადაზვერვო წყარო ბრიტანულ გამოცემასთან.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში სირიის მაშინდელი პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ვლადიმირ პუტინისა და ხამენეის მოკავშირე, ამბოხებულების მიერ ტერიტორიის დაკავების შემდეგ მოსკოვში გაიქცა.

მსგავსი სიახლეები