მადუროს დაკავების შემდეგ Nike Tech Fleece-ის სპორტული კოსტიუმი სრულად გაიყიდა

05.01.26 11:06
მადუროს დაკავების შემდეგ Nike Tech Fleece-ის სპორტული კოსტიუმი სრულად გაიყიდა

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, დაკავების კადრებმა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ „მოდური“ დებატების ობიექტიც გახდა.
კადრებში მადურო ჩანს თვალებახვეული და ხელბორკილებიანი, ამერიკულ ხომალდზე - ნაცრისფერი Nike Tech Fleece სპორტული კოსტიუმით.

სწორედ ამ კოსტიუმმა ინტერნეტში უდიდესი ყურადღება გამოიწვია.

„Nike Tech Fleece“-ის ძიებები Google-ში მკვეთრად გაიზარდა;

Nike-ის ოფიციალურ მაღაზიებსა და რამდენიმე დიდ ონლაინ-პლატფორმაზე გარკვეული ზომები სწრაფად გაიყიდა;

სოციალურ ქსელებში ათასობით მიმი და ხუმრობა გავრცელდა - ბევრი წერს, რომ ამ ისტორიის „ნამდვილი გამარჯვებული“ Nike აღმოჩნდა.

სამოსზე ფასი არ გაზრდილა, მაგრამ მოთხოვნა კი გაიზარდა. კომპანიამ ოფიციალური ფასები პრაქტიკულად არ შეცვალა, თუმცა:

  • მაღაზიებში მარაგი შემცირდა,
  • ზოგიერთ ქვეყანაში მოდელი დროებით მიუწვდომელი გახდა,
  • გადაყიდვის პლატფორმებზე ფასებმა აიწია.

 რა არის Tech Fleece

Tech Fleece — Nike-ის სპორტული ხაზია, რომელიც 2013 წელს გამოვიდა:
მსუბუქი, თბილი და კომფორტული მასალა, რის გამოც ხშირად იეყენებენ როგორც სპორტისთვის, ისე ყოველდღიურ სამოსად.

Nike-ს ამ თემაზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები