ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

05.01.26 12:23
ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან არ ითანამშრომლებენ - ამის შესახებ ტრამპმა  Air Force One-ის ბორტზე განუცხადა ჟურნალისტებს განუცხადა.

 Reuters-ის თანახმად, ტრამპის თქმით, აშშ მზად არის დამატებითი ნაბიჯებისთვის, რათა ქვეყანა „გამოსწორდეს“.

„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ვენესუელის მოკავშირე კუბა „ისე ჩანს, რომ თავადვე დანგრევის ზღვარზეა“ და აშშ-ის სამხედრო ჩარევა იქ საჭირო არ გახდება.