ვრცელდება ნიკოლას მადუროს სასამართლოში ეტაპირების კადრები [ვიდეო]
CNN მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრიდან პირველი კადრებს ავრცელებს. ეს ის ცენტრია, სადაც ვენესუელას გადაყენებული ლიდერი, ნიკოლას მადურო ბოლო ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
გამოცემის ცნობით, ავტოკოლონა ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მადურო, სავარაუდოდ, დღეს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგება.
WABC-ის მიერ გადაღებულ კადრებში გარკვევით ჩანს, როგორ გადმოდის ავტოკოლონის შემადგენლობაში შემავალი ჯავშანმანქანიდან ნადურო. მას აგურისფერი კომბინიზონი აცვია.