აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის რეზიდენციას თავს დაესხნენ
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის რეზიდენციას, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში, უცნობი პირი დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტის "ქონების დაზიანების, მათ შორის ფანჯრების ჩამსხვრევის" ბრალდებით ცინცინატის პოლიციის დეპარტამენტმა ზრდასრული კაცი დააკავა. მის მიერ განხორციელებული თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია.
ინციდენტის დროს რეზიდენცია ცარიელი იყო და ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ," - ნათქვამია საიდუმლო სამსახურის განცხადებაში.