ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს ჩაინიშნა

05.01.26 21:57
ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს ჩაინიშნა

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

მოსამართლემ მადუროსა და მის ცოლს სასამართლოში ხელახლა გამოცხადება დაავალა.

ნიუ-იორკის სასამართლოში მოსმენა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.

ადვოკატების ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

მსგავსი სიახლეები