"ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით" - გაეროს გენერალური მდივანი მადუროს დაკავებაზე
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეშფოთება გამოთქვა, რადგან მისი თქმით, 3 იანვარს კარაკასში ჩატარებული აშშ-ის სპეცოპერაციის დროს საერთაშორისო სამართლის ნორმები დაცული არ იყო.
ანტონიო გუტერეშის განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ წაიკითხა.
ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით, რეგიონზე პოტენციური გავლენით და იმ პრეცედენტით, რომელიც ამან შეიძლება შექმნას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების წარმართვისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.
გუშინ კი სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.
მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.