დნეპრში დრონების იერიშის შედეგად გზებზე 300 ტონა ზეთი დაიღვარა

06.01.26 10:43
დნეპრში დრონების იერიშის შედეგად გზებზე 300 ტონა ზეთი დაიღვარა

დნეპრში ამერიკული კომპანიის, Bunge-ს ქარხანაზე დრონების იერიშის შემდეგ გზებზე 300 ტონა მცენარეული ზეთი დაიღვარა - ამის შესახებ მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა. მისი თქმით, ნაბერეჟნაიაზე მოძრაობა 2–3 დღე შეიზღუდება.

„დრონების თავდასხმის შედეგად დნეპრის გზებზე 300 ტონა ზეთი დაიღვარა! კომუნალური სამსახურები ასუფთავებენ, ყრიან ქვიშას, მაგრამ ნაბერეჟნაიაზე მოძრაობა დაახლოებით 2–3 დღე შეუძლებელი იქნება,“ - განაცხადა მან.

უკრაინის მხარე ამბობს, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად დააზიანა სამოქალაქო საწარმო. საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი უკრაინაში ამერიკულ ბიზნესს უტევს.

დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები