სენატორ გრემთან ერთად ტრამპმა ხელი მოაწერა კეპს წარწერით: MAKE IRAN GREAT AGAIN
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა კეპს წარწერით MAKE IRAN GREAT AGAIN [გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული]. ფოტოს სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ავრცელებს.
"ღმერთმა დალოცოს და დაიცვას მამაცი ირანელი ხალხი, რომელიც ტირანიას უპირისპირდება" - წერს გრემი.
ირანში მასშტაბური აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, დაკავებულია 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur (dpa) ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran-სა და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.