რუსეთი აცხადებს, რომ 129 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - რამდენიმე ობიექტზე აფეთქებები და ხანძრები დაფიქსირდა

06.01.26 10:53
რუსეთი აცხადებს, რომ 129 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - რამდენიმე ობიექტზე აფეთქებები და ხანძრები დაფიქსირდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 იანვრის საღამოს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 29 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსული მედიისა და Telegram-არხების ინფორმაციით, აფეთქებები დაფიქსირდა ბრიანსკში, ლიპეცკში, იაროსლავლში, ტვერსა და სხვა რეგიონებში - დაზიანებულია ნავთობბაზები და სამრეწველო ობიქტები.

ლიპეცკის ოლქში ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე, ხოლო ლენინგრადის ოლქში დრონის ნამსხვრევები კომპრესორის სადგურის ტერიტორიაზე ჩავარდა. დაშავებულებზე მონაცემები არ გავრცელებულა.

 

მსგავსი სიახლეები