აშშ-ს ადმინისტრაცია გრენლანდიის სამხედრო გზით დაპყრობას არ გამორიცხავს

06.01.26 11:00
აშშ-ს ადმინისტრაცია გრენლანდიის სამხედრო გზით დაპყრობას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა, რომ გრენლანდია უნდა ეკუთვნოდეს აშშ-ს. მან არ გამორიცხა კუნძულის სამხედრო გზით დაპყრობის ვარიანტიც.

„შეერთებული შტატები უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომლის შემადგენლობაშიც გრენლანდია შევა, როგორც ჩვენი საერთო უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიცია ამ ადმინისტრაციის დასაწყისიდანვე: გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების ნაწილი. ამ საკითხში პრეზიდენტი ძალიან ნათელი იყო,“ - თქვა მან CNN-თან ინტერვიუში.

მილერი მოერიდა პირდაპირ პასუხს წამყვანის კითხვაზე - შესაძლებელია თუ იქ არა ჯარის შეყვანა, თუმცა განაცხადა, რომ „არავინ იომებს შეერთებულ შტატებთან გრენლანდიის მომავლის გამო“.

მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა დანიის პრეტენზიები კუნძულზე:

„მთავარი კითხვაა, რის საფუძველზე აყენებს დანია ტერიტორიულ პრეტენზიებს? რა საფუძველზე მიიჩნევს დანია გრენლანდიას თავის კოლონიად?“ - აღნიშნა მილერმა.