Sky News - ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული

06.01.26 14:02
Sky News - ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული

Sky News-ის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დელსი როდრიგესი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. მას ოფიციალურმა ლონდონმა სანქციები 2020 წელს დაუწესა.

„სქაინიუსის“ ცნობით, სასანქციო სიაში მყოფი ნებისმიერი პირის პირადი აქტივები გაყინულია, მათ შორის, დელსი როდრიგესის. სიაში იმყოფებიან მადუროს მთავრობის სხვა წევრები და მისი მემკვიდრეები.

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისმა ქმედებებმა საპრეზიდენტო კომისიაში და შემდეგ დამფუძნებელი კრების პრეზიდენტის რანგში, ძირი გამოუთხარა დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ვენესუელაში, მათ შორისა ეროვნული კრების უფლებამოსილების უზურპაცია და ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალის გამოყენება“, – ნათქვამია გამოცემის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის სასანქციო სიაში არ არის თავად ნიკოლას მადურო.

ცნობისთვის, დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად 5 იანვარს გახდა.

მსგავსი სიახლეები