CBS News: აშშ ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას აპირებს

06.01.26 14:57
CBS News: აშშ ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას აპირებს

აშშ ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას აპირებს - ამის შესახებ CBS News-ი  ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

ნავთობტანკერს ამერიკული ძალები ჯერ კიდევ დეკემბერში აედევნენ. ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ვენესუელელმა მაღალჩინოსნებმა ტანკერებზე შეიარაღებული პირების განთავსების ვარიანტიც განიხილეს. წყაროების ცნობით, აღნიშნული დისკუსიები აშშ-ს მიერ მადუროსა და მისი ცოლის დაკავებამდე გაიმართა.

  • CBS-ის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო რეესტრის სიაში წერია, რომ ტანკერი Marinera-ს რეგისტრაცია სოჭის პორტში მოხდა. ხოლო გამოცემა New York Times აქამდე წერდა, რომ რუსეთის მთავრობამ აშშ-ს ოფიციალურად სთხოვა, შეწყვიტოს ხომალდის დაკავების ყველანაირი მცდელობა.