ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე - ანტონიო კოშტა

06.01.26 17:30
 ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე - ანტონიო კოშტა

ვიმყოფებით პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გავაძლიეროთ წვლილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაღწევად , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა  X-ზე წერს.

კოშტა განმარტავს, რომ ეს გარანტიები მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის ფუნდამენტური ელემენტია.

მისივე თქმით, „ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე, რათა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“. 

მსგავსი სიახლეები