აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - CNN

07.01.26 09:59
აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - CNN

აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - თეთრი სახლის განცხადებას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის. 

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს“.

ამასთან, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის შეძენას გეგმავს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები